ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, დემოკრატიის, კორუფციის მაჩვენებელი გაუარესდა - IPSOS-ის ახალი კვლევა 

გამოქვეყნდა:

ფრანგულმა კომპანია IPSOS - მა "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა. რომლის მიხედვითაც ადამიანების უფლებების მიმართულებით, მედიის თავისუფლების მხრივ, დემოკრატია, უსაფრთხოება, სიტყვის თავისუფლება, კორუფცია, კრიმინალი და საგარეო პოლიტიკა - არც ერთ ამ მიმართულებაში მოსახლეობის აზრით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა მოქმედი ხელისუფლების პირობებში. 

გამოკითხულთა აზრით მდგომარეობა არც ჯანდაცვა და ეკონომიკური კუთხით არ გაუმჯობესებულა. 
 

კითხვაზე - მოქმედი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მომდევნო საკითხებში - შედეგები ასე გადანაწილდა

ადამიანის უფლებები 

  • გაუმჯობესდა 20% 
  • გაუარესდა 38%

მედიის თავისუფლება 

  • გაუმჯობესდა 26% 
  • გაუარესდა 30%

სიტყვის თავისუფლება 

  • გაუმჯობესდა 27%
  • გაუარესდა 28%

დემოკრატია 

  • გაუმჯობესდა 17% 
  • გაუარესდა 36%

უსაფრთხოება 

  • გაუმჯობესდა 14%
  • გაუარესდა 40%

კორუფცია 

  • გაუმჯობესდა 10% 
  • გაუარესდა 48%

 კრიმინალი 

  • გაუმჯობესდა 12% 
  • გაუარესდა 55%

საგარეო პოლიტიკა 

  • გაუმჯობესდა 10% 
  • გაუარესდა 39%

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020".

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი