სანამ სამოქალაქო ომი არ წავა, არ უნდა ჩაერიოთ? - მეუფე იაკობის მოწოდება და მორიგი პოლიტიკური ქადაგება

გამოქვეყნდა:

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღეს ქადაგებისას ტრადიციულად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ საქართველოში სიტყვა პარტიის მნიშვნელობა "გაფუჭდა" და პარტია სექტად ყალიბდება. იაკობი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება 8 წლის მერეც წინა ხელისუფლებას ებრძვის 

ვთქვათ, მოვიდა, რა მერე? მხსნელები არიან თუ რა არიან? მიზეზი არის ის, რომ ერთი ნაწილი ხალხის, რომელიც გაბრაზებული იყო 2012 წელს და გაუშვა წინა ხელისუფლება, რვა წლის მერეც იმას იძახის "ნაცი", „ნაცი“, "ნაცი". ისინი კი, „ოცნებას“ ვერ იტანენ. ჩვენ, დანარჩენი საქართველო ხომ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე პარტიები? სიტყვა „პარტიის“ მნიშვნელობას სახელი გაუფუჭდა საქართველოში. საბოლოო ჯამში, პარტია სექტად ყალიბდება ხოლმე. არ შეიძლება, ხალხო, ერთმანეთის ცემა. - რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ „ნაცები“. ერთი პარტია ხომ არ გახდა? აბა, შეხედეთ, რამდენ პარტიად იქცა? გაღვივდა და ჯეჯილივით ამოვიდა, - თქვა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობი ქადაგებისას სამოქალაქო ომის საფრთხეზე საუბრობს და ეპისკოპოსებს მოუწოდებს პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიონ:

ეპისკოპოსებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, სანამ ერთმანეთს არ დაჭამენ და სამოქალაქო ომი არ წავა, არ უნდა ჩაერიოთ? ჩაერიეთ, თქვენი საქმეა ჩარევა, თორემ ერს დაღუპავენ“ - ამბობს მეუფე იაკობი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი