რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას კახაბერ გულედანი დაიკავებს | კობახიძე

გამოქვეყნდა:

რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას კახაბერ გულედანი დაიკავებს - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და გულედანი გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად წარადგინა:

"წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში, 2016-2017 წლებში ის იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით, ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახა გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას" - თქვა კობახიძემ.

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი