"რუსეთზე ზეწოლა ყოველდღე უნდა გაძლიერდეს, ცარიელი მოლაპარაკებების დრო არ არის" | უკრაინის საგარეო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 6 აპრილს ქვეყანაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და განცხადებაში წერს, რომ "ცარიელი მოლაპარაკებების დრო არ არის" და რომ რუსეთმა ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი. 

"6 აპრილის ღამეს რუსეთმა კიდევ ერთი მასიური თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე: ბალისტიკური რაკეტები დაუმიზნეს კიევს, ხოლო თავდასხმის დრონებმა დაარტყეს მიმდებარე რეგიონს. ასევე დაზარალდა მიკოლაევის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და ჩერკასის რეგიონები. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

რუსეთი აგრძელებს მშვიდობისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულების ჩვენებას. მხოლოდ გასულ კვირაში მათ გაუშვეს 1 460-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 670 თავდასხმის დრონი და 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - მათგან 20-ზე მეტი რაკეტა მხოლოდ გუშინ ღამით გაისროლეს.

რუსეთზე ზეწოლა ყოველდღე უნდა გაძლიერდეს - ცარიელი მოლაპარაკებების დრო არ არის. რუსეთი იძულებული უნდა იქნას დაამყაროს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა და სრულად აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც მან გააკეთა," - წერია განცხადებაში. 

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი