ტრამპის ტარიფების საპასუხო წინადადებას ევროკომისია ორშაბათს წარადგენს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს დღეებში შეეცდებიან წარმოადგინონ ერთიანი ფრონტი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტარიფების წინააღმდეგამის შესახებ  reuters-ი წერს. ევროკავშირის ქვეყნები სავარაუდოდ, დაამტკიცებენ მიზნობრივი კონტრზომების პირველ ნაკრებს 28 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აშშ-ის იმპორტზე -კბილის ძაფებით დაწყებული ბრილიანტებამდე.

ასეთი ნაბიჯი ნიშნავს, რომ აშშ-ისთვის საპასუხო ტარიფების დაწესებაში ევროკავშირი შეუერთდება ჩინეთსა და კანადას, ექსპერტები შიშობენ,  რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს გლობალურ სავაჭრო ომშირაც გააძვირებს საქონელს მილიარდობით მომხმარებლისთვის და ეკონომიკას მთელს მსოფლიოში რეცესიისკენ უბიძგებს.

ევროკავშირი აღმოჩნდება ფოლადის, ალუმინსა და მანქანებზე 25%-იანი იმპორტის ტარიფის და ყველა სხვა საქონელზე  "საპასუხო" 20%-იანი ტარიფის წინაშე. ტრამპის ტარიფები მოიცავს აშშ-ში ევროკავშირის ექსპორტის თითქმის 70%-ს, რამაც გასულ წელს 585 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ევროკომისია, რომელიც ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკას უწევს კოორდინაციას, ორშაბათ საღამოს  ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარუდგენს ამერიკული პროდუქციის სიას, რომელზეც ტრამპის საპასუხოდ დამატებითი ტარიფები დაწესდება. სია მოიცავს ისეთ ამერიკულ პროდუქციას, როგორიცაა ხორცი, ბურღულეული, ღვინო, ხე და ტანსაცმელი, ასევე საღეჭი რეზინები, კბილის ძაფი, მტვერსასრუტები და ტუალეტის ქაღალდი.

ერთ-ერთი პროდუქტი, რომელმაც მეტი ყურადღება მიიპყრო და ბლოკში უთანხმოება გამოავლინა, არის ბურბონი. კომისიამ წარმოადგინა 50%-იანი ტარიფი, რის გამოც ტრამპი ევროკავშირს ალკოჰოლურ სასმელებზე 200%-იანი ტარიფით დაემუქრა. რამაც ღვინის ექსპორტიორი საფრანგეთისა და იტალიის შეშფოთება გამოიწვია.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირს, რომლის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული თავისუფალ ვაჭრობაზე, სურს დარწმუნდეს, რომ მას ექნება წევრების ფართო მხარდაჭერა ნებისმიერი რეაგირებისთვის, რათა შეინარჩუნოს ზეწოლის ბერკეტები ტრამპთან მოლაპარაკებების დასაწყებად.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი