ირანმა საქართველოს მოქალაქეს, ნარკორეალიზატორს, ცნობილი აზერბაიჯანელი რაბინის მკვლელობა დაუკვეთა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაშალა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი უშიშროების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Washington Post-ი წერს, რომ შეთქმულება ირანის ყუდსის ძალების ოფიცერმა წამოიწყო, რომელიც საქართველოს მოქალაქეს, აგილ ასლანოვს 2024 წელს, შემოდგომაზე შეხვდა და რაბინის - შნეორ სეგალის ფოტო და მისი მოკვლის დეტალური ინსტრუქციები გადასცა. გამოცემა წერს, რომ აგილ ასლანოვს 200 000 დოლარი გადაუხადეს.
Washington Post-ის წყაროების თქმით, რაბინის, შნეორ სეგალის მკვლელობის შეთქმულება, ასევე ითვალისწინებდა ებრაულ საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმის გეგმას.
არსებული ინფორმაციით, ასლანოვი აზერბაიჯანის მოქალაქეს დაუკავშირდა და რაბინის თვალთვალი დაიწყო. შეკვეთილი მკვლელობის საქმე აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა გახსნა და ასლანოვი თანამზრახველთან ერთად, იანვარში დააკავა.
იხილეთ ასევე: