"ძალიან კარგად აიღებს ხელფასს, აი გაჩვენებთ..." | კობახიძე სანქცირებულ თამაზაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ძალიან კარგად აიღებს ხელფასს, აი გაჩვენებთ..." - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ სულხან თამაზაშვილზე განაცხადა, რომელიც დღეს აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ, არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა. 

"ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი, აი გაჩვენებთ, არაჩვეულებრივად აიღებს ხელფასს, როგორც აქამდე იღებდა. ოფიციალურად იღებდა აქამდეც და ოფიციალურად აიღებს მომავალშიც. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი ის იღებდა ოფიციალურად ხელფასს, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. თქვენი სანქციები არ მუშაობს" - განაცხადა კობახიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ფორმით გადაუხდიან ხელფასს სანქცირებულ პირს. 

სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ის ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმების გამო, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი