დასაქმება, ეკონომიკა, ფასები, ლარი- როგორ აპირებენ სიღარიბესთან ბრძოლას ოპოზიციური პარტიები?

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილის ტელეფონი ბოლო დროს მუდმივად დაკავებულია. მოქალაქეებიც საყვედურობენ. თუ გინდათ თავი გაახსენოთ ჯობია ბევრჯერ სცადოთ, მაინც დარეკვა ჯობია. თუ უბრალოდ მოსაკითხად ეხმიანებით, არ არის მთლად კარგად. მთლად კარგად როგორ იქნება, როდესაც უკვე 1000 ლარით მეტის გადახდა უწევს კრედიტში, რომელიც მთაწმინდაზე ამ პატარა სახლის შესაძენად აიღო.

სახლის ზღურბლთან ხელში ახალი წიგნის ტექსტით ჩამოჯდა. ეს მისი უბნის ისტორიაა, ეს საბურთალოა. თბილისის ისტორია - რაც იცის, - იცის. მაგრამ წიგნების წერით ფულს ვერ იშოვის.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში - მოგვესალმება გიორგი ვაშაძე.  აღმაშენებლის კიბერსტრატეგიით, სავსებით რეალისტურია საქართველო პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. ეს მისი ეკონომიკური მატრიცის ერთი ნაწილია. 

მეორე - ინდუსტრიული პარკები - არა ერთი დიდი ქარხანა, არამედ ბევრი მცირე და საშუალო ზომის საწარმო ერთ გეოგრაფიულ არეალში, რომლებიც ერთი სახის პროდუქციას აწარმოებს. მაგალითად ავეჯს ან მაგალითად სამშენებლო მასალას. ერთიც, მეორეც და ყველა დანარჩენიც ჩვენ ახლა უცხოეთიდან შემოგვაქვს.

გიორგი ვაშაძე საქართველოს სიღატაკისგან თავის დასაღწევად კიდევ რამდენიმე მიმართულებას სთავაზობს. 300 000 ახალი სამუშაო ადგილიდან ათეული ათასი ტურიზმზე მოდის, ერთი ამდენიც - სოფლის მეურნეობაზე, ოღონდ ბიოლოგიურად სუფთა წარმოებაზე

და თუ მხოლოდ ხელისუფლება შევცვალეთ და არა ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ, ისევ უღრან ტყეში დავრჩებით. გირჩის ნახვა გვინდოდა და რა გასაკვირია, თუ ტყეში აღმოვჩნდით. დიღმის ტყეში, რომელიც მოქალაქეებმა ხან მერიას და ხან ინვესტორს ხელიდან რამდენჯერმე გამოგლიჯეს. გირჩს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ქონება უპატრონო ქონებაა და ეს უნდა დასრულდეს

მცირე მთავრობა და ბიუროკრატიის დრამატული შემცირება არის გირჩის ეკონომიკური გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. თუ აქამდე ამ ქულ ტიპის ორივე იდეას იზიარებდით, მესამეზე ცოტა იყოყმანებთ, როცა გეტყვიან, რომ ჩასახსნელია ლარიც, როგორც ერთადერთი ვალუტა.

გირჩის ეკონომიკური გუნდი გვარწმუნებს, რომ ინფლაცია სინამდვილეში კიდევ ერთი შენიღბული გადასახადია. ეროვნული ბანკი კი უკონტროლო ინსტიტუცია, რომელიც ორად ორი რამით არის დაკავებული - დაასუბსუდიროს ბანკები და მთავრობა და ფული ამ სუბსიდიისთვის ჩვენი ჯიბეებიდან ამოიღოს. 

ყოველ წელს გამოაცხადოს ინფლაცია, რაც ყოველ წელს ფასების ზრდას იწვევს. რაც უფრო მაღალ ფასს ვიხდით პროდუქტში, მით უფრო მეტი დღგ-ს ვუხდით სახელმწიფო ბიუჯეტს. და რადგან არჩევანი არ გვაქვს და მხოლოდ იმ ფულის გამოყენების უფლება გვაქვს, რომელსაც  ეროვნული ბანკი აკონტროლებს, ის აკონტროლებს ჩვენს სიღარიბესაც.

"ევროპული საქართველო" ტორტის მოზრდილ ნაჭერს გვპირდება. ტორტი და თავისუფლება ისე კი არ რიგდება, ხელშეკრულებით, სადაც ჩამოწერილი ყველა პირობა. ერთი ბეჭედდარტყმული ასლი ევროპული საქართველოს ლიდერების ხელმოწერით მოქალაქესთან რჩება

ხელშეკრულების გარეშეც მოითხოვდნენ პასუხს მოქმედი ხელისუფლებისგან, მაგრამ ამ ჰორიზონტზე ჯერ არ გამოჩენილან.

ისედაც გაჩერებულ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გაჩერებამ დასავლეთ საქართველოს უამრავი სამუშაო ადგილი წაართვა, და წაგვართვა ახალი პერსპექტივა, აქედან ერთი ხელის გაწვდენაზე მყოფ აფხაზებს თავისი მომავალი გადაეხედათ

საუკეთესო მაგალითი, რატომაც ადამიანთან დიდი ნაწილს ამ ქვეყანაში შეიძლება წარსულის უფრო სჯეროდეს, ვიდრე მომავლის, ეს ქალაქია (ბათუმი). ეს გზა ახლაც იქამდე მიდის, სადაც 2012 წელს გაჩერდა. სადაც ჭოროხზე ხიდი უნდა გადებულიყო, გონიოსკენ ბათუმის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი და თურქეთის საზღვრამდე ინდუსტრიული ზონა უნდა გაშენებულიყო

რატომ არის ნაგავსაყრელი იქ, სადაც 8 წლის წინ იყო, რატომ ვერა და ვერ დაიძრა ქვეყნის განვითარება 2012 წლის 31 ოქტმბრიდან, პასუხები ამ შეკითხვეზბე ისეთვე აბსურდულია, როგორც თუნდაც ჭოროხის ხიდის არაშენების მიზეზი - თითქოს ამით იქ მობინადრე ამერიკული ყარყატი დაფრთხებოდა
ბიზნესი უკვე განვითარებულია, ქვეყანა ეკონომიკურად გაცილებით ძლიერია, ქართული ოცნება გვარწმუნებს, რომ ჩვენს საფულეში არც ისე ცოტა ფული დევს, არც ისე გვშია. ხოლო ვინც სიხარბეს ვერ ერევა, ახსენებს, რომ კარი ყველა მიმართულებით ღიაა -  ხომ აღდგება ოდესმე რეგულარული ფრენები?!  -  ქართული ოცნება საოცრებათა მოედნებს და სასწაულებს საზოგადოდ არ გვპირდება და გვირჩევს მიწაზე დავეშვათ - სახმელეთო ტრანსპორტზე, ერთადერთი რეგულარულ რეისზე, რომელიც 8 წლის თავზე გავარკვიეთ, საითაც მიჰქრის - საჩხერეში. იქ უფრო მალე ჩავალთ. კეთილი მგზავრობა!

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი