რუსეთში პუტინისა და ტრამპის წარმომადგენლის სტივენ უიტკოფის შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებები სანქტ-პეტერბურგის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა განაცხადა, შეხვედრის ხანგრძლივობა გაწერილი არ არის და იმდენ ხანს გაგრძელდება, "რამდენიც პრეზიდენტ პუტინს დასჭირდება“. მისივე თქმით, საუბარი იქნება "უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტზე".