მედია: უკრაინის დელეგაცია მინერალების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დელეგაცია მინერალების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას ამერიკული და უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დელეგაციას უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ტარას კაჩკა ხელმძღვანელობს. New York Times-ის ცნობით, მოლაპარაკებები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ტექნიკური ხასიათის იქნება. ამასთან, ვაშინგტონს ამ შეხვედრის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მანამდე, New York Times-მა დაწერა, რომ მინელარების შესახებ შეთანხმების უახლეს პროექტს გაეცნო - რომლსი თანახმადაც, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მინერალების შესახებ შეთანხმების პროექტის უახლესი ვერსია წინასთან შედარებით, უფრო მკაცრ პირობებს მოიცავს.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ 28 მარტსუწყებამ დიპლომატიური არხებით ამერიკული მხარისგან მიიღო ე.წ. მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ტექსტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი