რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ, სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას ადგილობრივი სახელისუფლებო მედია ავრცელებს.
"რია ნოვოსტის" ცნობით, შეხვედრა 4.5 საათი გაგრძელდა. ის დახურულ კარს მიღმა, სანქტ-პეტერბურგში წარიმართა.
მანამდე, შეხვედრის მიმდინარეობისას, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა არ გამორიცხა პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარიც.