ზუსტად 2 კვირის წინ, ჩვენ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ხაბეიშვილთან ერთად საკუჭნაოში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ოჯახის გადასაღებად მოვედით. მას მერე, რაც სიუჟეტი "მთავარი არხის" ეთერში გავიდა, ოჯახის ერთ-ერთი წევრი, პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელიც საბავშვო ბაღის დამლაგებელი იყო, სამსახურიდან დაითხოვეს.
თამო ზურაბიშვილი მარტოხელა დის და დისშვილების დასახმარებლად ბოლოს 9 წლის განმავლობაში ბაღში დამლაგებლად მუშაობდა. ცალი თვალით უსინათლოა, მაგრამ იმის ფუფუნება, რომ სახლში დარჩეს და არ იმუშაოს ნამდვილად არ აქვს.
სახლი რომელიც მისმა ბებიამ და ბაბუამ, დიდი შრომის ფასად ააშენეს აღარა აქვთ. ბაბუა ავად გახდა, ოპერაციის ფული არ ქონდათ, ამიტომაც, კერძო მევახშისგან 5000 დოლარი ისესხეს. ბაბუა ვერ გადაარჩინეს, თანხა გასამმაგდა, ვალი ვერ გადაიხადეს და ქუჩაში დარჩნენ. ახალმა მეპატრონეებმა საკუჭნაო დაუთმეს. გარე სამუშაოებზე თამო მას მერე გადაიყვანეს, რაც გაიგეს, რომ ის "ოცნების" მომხრე არ იყო. ეს 2 წლის წინ მოხდა. მანამდე ის ბაღის სასადილოს ალაგებდა. ხელფასიც დააკლეს, 288 ლარიდან 176 ლარამდე. 2 კვირის წინ გასული სიუჟეტის შემდეგ კი, ბაღის გამგემ, ქალბატონმა ნატომ , ის სამსახურიდან საბოლოოდ გამოუშვა.
ამომრჩევლების დაშინების მიუხედავად, ჯონი ასლანიშვილი თავის პრობლემებზე სასაუბროდ კარს გლადნში ოპოზიციის საერთო კანდიდატს უღებს. ჯონის 8 შვილი ჰყავს. ზოგს მაგიდაზე, ზოგს ეზოში მატრასზე ძინავს. 26 კვადრატულ მეტრში 10 სული ცხოვრობს. აფხაზეთის ომის ვერეტანს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერ მუშაობს. მეუღლე მუნიციპალურ ტრანსპორტში კონტროლიორად მუშაობს და სახლში ფაქტიურად არ არის.
ამომრჩევლის დაშინება ქვებითაც ხდება. სიუჟეტის გადასაღებად მისულს, 2 კვირის წინ ჯერ ლევან ხაბეიშვილის ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს, ამ კვირაში კი გლდანულაში, ქვები და კვერცხები ნიკა მელიას დაუშინეს.
გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იხსენებს, რომ ლევან კობიაშვილი პირველად პარლამენტში მაშინ ნახა, როდესაც მისი საპატიმროში წასვლა წყდებოდა. ფეხბურთელმა მაშინ ღილაკს ხელი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დააჭირა. ნიკა მელია ამბობს, რომ მას რევანშის სურვილი ნამდვილად არ ამოძრავებს, თუმცა კობიაშვილისგან არჩევნების დროს ძალადობა არ უკვირს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2015- ში ვესტერნის სიუჟეტს გავდა. ეს არ იყო ფეხბურთი, ეს იყო პოლიტიკა. არველაძის და კობიაშვილის ბრძოლაში, ხელისუფლება ღიად კობიაშვილს ლობირებდა. არველაძის ღია მხარდამჭერი, დელეგატი გეგა გობეჯიშვილი მოულოდნელად დააკავეს. ხმის უფელბა ჩამოართვეს რაჭისა და გურიის დელეგატებსაც. არველაძის მხარდამჭერებმა არჩევნებს უსამართლო უწოდეს. მთავრობა არჩევნებში უხეშად ჩაერია.
გლდანის კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი გვიყვება, რომ მისი პარტია "ლელოც" არაერთხელ გახდა ძალადობის სამიზნე. დიღმის მასივში სცემეს ლელოს აქტიური წევრი, მიუვარდნენ ვაკის ოფისშიც და სამტრედიაში მათი შტაბის ხელმძვანელს მანქანა დაულეწეს.
ჩვენი პარტია საქართველოს სოლიდარობის ალიანსის გლდანის შტაბზე პლაკატები არაერთხელ ჩამოხიეს. მანამდე კი პარტიის ლიდერებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ამიტომაც ყველას თვითიზოლაციაში მოუწიათ ყოფნა.
ძალადობას გმობს. ინტერვიუს კი გლდანის ტბაზე შეგნებულად გვაძლევს. ამბობს რომ გამარჯვების შემთხვევაში, ამ ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას ლისის ტბის მსგავსად გაანაშენიანებს და გლანში ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის. კონკრეტული გეგმები აქვს. გლდანის მაღალსართულიან კორპუსებში გიგლა მიქაუტაძის საარჩევნო მანქანას უკვე ყველა ცნობს. "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი კარდაკარ დადის და გაზეთებს, ბუკლეტებს, კალენდარს და ზედ დაწერილ მარშალის გეგმას გლდანელებს პირადად გადასცემს.
ნიკა მელიას გლდანის შტაბში ნამდვილად განსხვავებული ატმოსფეროა. ეს უფრო ლაუნჯს გავს. აქ თანამედროვე მუსიკა მუდმივად ისმის. პოლიტიკური პარტიის ოფისში რომ ხარ, ამას მხოლოდ ეს კუთხე გახსენებს. ბრიფინგი აქ ჯერ არ ჩაუტარებია, თუმცა 31 ოქტომბერს, ელექტროსამაჯურის მოხსნას, რომელიც უკვე წელიწადნახევარია უკეთია, სწორედ ამ ადგილიდან აპირებს.
ავტორი: ანა ასათიანი