PACE-ს კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, კობახიძე ალენ ბერსეს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პრემიერი კობახიძე, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.

"ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას.

"მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ." აცხადებს ადმინისტრაცია.

შეგახსენებთ, ვროპის საბჭომ 10 აპრილს საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი