ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს, რომელიც ერთი ოჯახის წევრია კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლაში სწავლება ორი კვირის განმავლობაში ისევ დისტანციურად ჩატარდება. დაინფიცირებული მოსწავლეების მასწავლებლები და თანაკლასელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ცნობისთვის, დღეს იმერეთის რეგიონში კორონავირუსი 63 პირს დაუდასტურდა.

აქვე, დღეს, 4 ოქტომბერს, 24 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 8 118
  • გამოჯანმრთელებულია -  4 244
  • მათ შორის გარდაცვლილია - 50;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 392; 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 100;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი