გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე მივა - ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" პრესსამსახურში ადასტურებენ.
დღეს, 12 საათზე გახარიას თავისივე პარტიის ოფისში ბრიფინგი ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა მან გეგმები შეცვალა და ბრიფინგიც გადადო.
გახარიასთან "ოცნებას" 20 ივნისზე აქვს კითხვები. გავრილოვის ღამეს, ის შს მინისტრი იყო, შემდეგ კი პრემიერად დაწინაურდა.
"საგამოძიებო კომისიის" სხდომა 12 საათზე დაიწყება.