კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ ნაბიჯების გადასადგმელად მზად არის. ეს განცხადება პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
"რაღაც კონკრეტული ვადები არ არის, თუმცა ის, რომ რუსეთი ნამდვილად მზად არის ნაბიჯები გადადგას ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, - ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ კარგი ურთიერთობების დამყარებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ამისთვის მზადაა და ვისაც ეს სურს", - თქვა პესკოვმა.
ცნობისთის, მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა "ქართული ოცნების" პოლიტიკით კმაყოფილება გამოთქვა, ახსენა ბიძინა ივანიშვილის განცხადება "ბოდიშის მოხდაზე" და იმედი გამოთქვა, რომ ეს "დადებითი სიგნალები კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება". გალუზინის თქმით, "საქართველოს ხელმძღვანელობამ გონივრული განცხადებები გააკეთა ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზე; მზად ვართ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან".