ბუბა კიკაბიძე - პირველი ინტერვიუ სიის პირველ ნომერთან

გამოქვეყნდა:

ენმ- ძალა ერთობაშიას პროპორციული საარჩევნო სიაში, პირველ ნომრად დასახელების შემდეგ, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ პირველი ვრცელი ინტერვიუ "მთავარ არხს" მისცა. გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" კიკაბიძე მისი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ იქნება ყველგან, სადაც დასჭირდება ქვეყანას. კიკაბიძეს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მომავალი თაობის პრობლემების მოგვარებას უნდა დაეთმოს.

ნაბიჯი რომელიც ბუბა კიკაბიძემ რამდენიმე დღის წინ გადაგა მშვიდი ცხოვრებიდან, განზე მდგომი შუაკაცის კომფორტის ზონიდან გასვლაა. 82 წლის ასაკში ეს წესით რთული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა! სწორედ ახლა, ზუსტად იცის რომ არ ცდება. შედის იქ სადაც ჩვენს ქვეყანას დაეხმარება და შედის, არა საკუთარი საჭიროებისთვის. დარწმუნებულია რომ ნაბიჯი პოლიტიკაში მისი და სხვისი შვილების  უფრო კარგი მომავლისთვის შედგა

თავის შეხედულებებს ჩვენი ქვეყნის აქტუალურ პრობლემებზე იშვიათად, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის გამოხატავდა. 

საიდუმლო არც არავისთვის იყო ვის და რატომ გულშემატკივრობდა.

პოლიტიკური წინადადებები ადრეც მიუღია, უფრო ახალგაზარდას და უფრო ჯანმრთელს, მაგრამ აქამდე ამის საჭიროება ვერ დაინახა, თვლის რომ განზე დგომა მას შემდეგ რაც 2019 წლის 20 ივნისს რუსთაველზე მოხდა დანაშაულია. 20 ივნისი მოთმინების ბოლო ძაფი იყო, რომელიც გაწყდა და რომელმაც საბოლოოდ გააბრაზა.

რუსეთში  2008 წლის ომის შემდეგ არ ჩასულა, უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის 100.000 იან ფულად ჯილდოზე, რომელიც ხალხთა მეგობრობის ორდენს ახლდა თან და იმ მრავალმილიონიან ჰონირარებზე, რომელსაც ამ 12 წლის მანძილზე ოკუპანტი ქვეყნის სცენაზე დააგროვებდა, იქ ჩასვლისთვის არავის კიცხავს, მაგრამ  რატომ არ მღერის ბუბა რუსეთში ამაზე პასუხი დიდი ხნის წინ გასცა.

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უარი თქვა მის მიერ გამოყოფილ ფულად დახმარებაზეც, ამის გადამოწმება  მარტივად შეუძლია ყველას, ვისაც ეს ნამდვილად აინტერესებს და ვინც ბუბა კიკაბიძის გაერთიანებული ოპოზიციის სიის სათავეში ხილვამ  ბრაზისგან არ დააბრმავა, ასეთები კი საკმარისად აღმოჩნდნენ და სოციალურ ქსელში უხამსი კაკაფონია დაატრიალეს.

82 წლის ასაკშიც  კარგად ახსოვს როგორია ცხოვრება შიმშილსა და სიღარიბეში. ახსოვს უკანონო, უსამართლო და უკონტროლო განუკითხაობა და ამ სისტემაში მცხოვრები ქვეყანა უნახავს რუსეთშიც და საქართველოშიც- საითკენაც ახლა კატასტროფული სისწრაფით მიექანება ჩვენი ქვეყანა.

გადაწყვეტილება გამხდარიყო გაერთიანებული ოპოზიციის სიის წევრი მარტომ მიიღო, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ნერვიულობა და მეგობრებს დაუძახა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი