"შანტაჟის მექანიზმია" | "ოცნების" ახალი მესიჯბოქსი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებას" ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას ეხება, ახალი მესიჯბოქსი აქვს. საკითხს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა და მას შანტაჟის მექანიზმი უწოდა.

ცნობისთვის, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას განიხილავს. კერძოდ, ეს ბრიუსელს უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გაუადვილებს იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ვიზალიბერალიზაციით სარგებლობენ, მათ შორის საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის.

"პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ შანტაჟს. შანტაჟის მექანიზმია სანქციები როგორც პიროვნულ დონეზე, ისე ქვეყანასთან მიმართებაში, საუბრები ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ და სხვა ბევრი ელემენტი. ევროპა და ევროპული ღირებულებები რადიკალურად განსხვავდება იმ ბიუროკრატებისგან, რომლებიც დღეს წარმოდგენილნი არიან ბრიუსელში, ცხადია, ყველაზე არ ვსაუბრობ... ეს ჩვეულებრივი შანტაჟის ელემენტებია. ამ ტიპის დამოკიდებულება არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის, რადგან საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. თუ მათ საბჭოთა კავშირის მსგავსად უნდათ მმართველობა, როდესაც ყველა ერთნაირი უნდა ყოფილიყო და ერთი ცენტრიდან იმართებოდა ყველაფერი, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

მიუღებელია ეს მბრძანებლური ტონიც. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებათ იმ ბიუროკრატებს, რომლებიც დღეს ბრიუსელში არიან წარმოდგენილი და ვინც ებრძვის საქართველოს. ჩვენ ვხედავთ ისეთი შანტაჟის მექანიზმებს, როგორიც, მაგალითისთვის, იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მახსოვს, როდესაც კანდიდატის სტატუსი ყოვლად უსამართლოდ არ მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას, მაშინ აქ წარმოდგენილი აგენტურა საუბრობდა, თითქოს საქართველომ მილიარდობით ევრო დაკარგა. დღეს ვსვამ მარტივ კითხვას - სად არის დღეს ეს მილიარდობით ევროს გრანტები?", - თქვა კალაძემ.

მანამდე განცხადება "ქართული ოცნების" პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა, რომელმაც საკითხს ასევე "შანთაჟი" უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი