მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად შემდგომ ნაბიჯებზე, მათ შორის სრული ცეცხლის შეწყვეტის განხორციელებაზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტის ჩართვასა და უკრაინისთვის ეფექტური უსაფრთხოების არქიტექტურის შემუშავებაზე - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარიზში გამართული შეხვედრის შესახებ.
ელისეის სასახლეში უკრაინული, ამერიკული და ევროპული დელეგაციების მოლაპარაკებები დღეს შედგა.
მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონათან პაუელი და გერმანიის ფედერალური კანცლერის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იენს პლოტნერი.
უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის შემადგენლობით.
ხოლო, აშშ-დან მოლაპარაკებებს ესწრებოდა პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი.