ზელენსკიმ ჩინეთი რუსეთის იარაღით მომარაგებაში დაადანაშაულა | უკრაინამ ჩინურ კომპანიებს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის, სამ ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, სანქცირებული სუბიექტების განახლებული სია გამოაქვეყნა, სადაც ჩინეთში რეგისტრირებულად მოხსენიებული კომპანიებია დამატებული. კერძოდ, Beijing Aviation And Aerospace Xianghui Technology Co. Ltd, Rui Jin Machinery Co. Ltd და Zhongfu Shenying Carbon Fiber Xining Co. Ltd. უკრაინას არ დაუკონკრეტებია თუ რატომ დაემატნენ აღნიშნული კომპანიები სანქცირებულთა სიას. 

მანამდე, ხუთშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის მთავრობას ჰქონდა მტკიცებულება, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არტილერიას და დენთს აწვდიდნენ და რომ ჩინური ორგანიზაციები რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეულ იარაღს აწარმოებდნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს, ზელენსკის ბრალდება უარყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი