ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენება მოისმინა, რომელზე დაყრდნობითაც უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინული ძალები კურსკის რეგიონში პოზიციებს ინარჩუნებენ, ხოლო ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე წინ წაიწიეს და გააფართოვეს კონტროლის ზონა.
პარალელურად ზელენსკის ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია ჩართული:
"რაც შეეხება პუტინის მიერ ადამიანების სიცოცხლით თამაშის მორიგ მცდელობას, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ამოქმედდა. საღამოს 5:15 საათზე ჩვენს ცაში რუსული გამანადგურებელი დრონები დააფიქსირეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ მუშაობა უკვე დაიწყეს. ჩვენს ცაზე „შაჰიდები“ პუტინის ნამდვილი დამოკიდებულებაა აღდგომისა და ადამიანების სიცოცხლის მიმართ" წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რუსული მედიის ცნობით, დღეს, მოსკოვის დროით 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა.