"უკრაინა იმოქმედებს სარკისებურად - დუმილი დუმილის პასუხად, თავდაცვითი დარტყმები თავდასხმების პასუხად" | ზელენსკის პასუხი პუტინს

გამოქვეყნდა:

თუ ცეცხლის სრული შეწყვეტა ნამდვილად მოხდება, უკრაინა გამოდის შეთავაზებით, ეს 20 აპრილის შემდეგაც გახანგრძლივდეს. სწორედ ეს გამოავლენს რუსეთის ნამდვილ ზრახვებს - რადგან 30 საათი საკმარისია სათაურებისთვის [ახალი ამბების], მაგრამ არა ნამდვილი ნდობისთვის. ოცდაათმა დღემ შეიძლება მშვიდობას შანსი მისცეს - ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი პუტინის განცხადებას "სააღდგომო ზავთან" დაკავშირებით.

ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვიდან წამოსულ სიტყვებს არ ენდობა და უკრაინის შეიარაღებული ძალები სარკისებურად იმოქმედებენ.

მისივე ცნობით, "პირობის" მიუხედავად, რამდენიმე სექტორზე რუსული საარტილერიო ცეცხლი არ წყდება:

"სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესაბამისი წინადადება რუსეთის მიერ 39 დღის განმავლობაში უპასუხოდ დარჩა. აშშ-ის ამ წინადადებას უკრაინამ დადებითად უპასუხა, მაგრამ რუსეთმა იგნორირებით.

თუ რუსეთი ახლა მოულოდნელად მზად იქნება, რომ ნამდვილად ჩაერთოს სრული და უპირობო დუმილის ფორმატში, უკრაინა იმოქმედებს შესაბამისად - უკრაინა იმოქმედებს სარკისებურად - როგორც ეს რუსეთის მხრიდან იქნება. დუმილი დუმილის პასუხად, თავდაცვითი დარტყმები თავდასხმების პასუხად.

თუ ცეცხლის სრული შეწყვეტა ნამდვილად მოხდება, უკრაინა გამოდის შეთავაზებით, ეს 20 აპრილის შემდეგაც გახანგრძლივდეს. სწორედ ეს გამოავლენს რუსეთის ნამდვილ ზრახვებს - რადგან 30 საათი საკმარისია სათაურებისთვის [ახალი ამბების], მაგრამ არა ნამდვილი ნდობისთვის. ოცდაათმა დღემ შეიძლება მშვიდობას შანსი მისცეს.

ჯერჯერობით, [შეიარაღებული ძალების] მეთაურის ცნობით, რუსული თავდასხმის ოპერაციები წინა ხაზის რამდენიმე სექტორზე გრძელდება, რუსული საარტილერიო ცეცხლი კი არ წყდება. შესაბამისად, მოსკოვის სიტყვების ნდობა არ არსებობს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მანიპულირებს მოსკოვი, და ყველაფრისთვის მზად ვართ. უკრაინის თავდაცვის ძალები რაციონალურად იმოქმედებს -  შესაბამის პასუხს დააბრუნებს. ყველა რუსულ დარტყმას შესაბამისი პასუხი გაეცემა." აცხადებს ზელენსკი

შეგახსენებთ, რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი