ინდოეთის ქაშმირში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედია მომხდარის დეტალებზე წერს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული ტერორისტები ბაისარანის ტყიდან გამოვიდნენ და პაჰალგანის მდელოზე მყოფი ტურისტები ალყაში მოიქციეს, რის შემდეგაც მათი მისამართით განურჩეველი სროლა დაიწყეს.
იმის გამო რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხით ან პონებით გადაადგილებაა შესაძლებელი, დაშავებულების გამოსაყვანად ხელისუფლებას ვერტმფრენების გამოძახება დასჭირდა.
ტერორისტების გასანეიტრალებლად რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
იხილეთ ასევე