„არაფერია სალაპარაკო. ეს ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებს სცილდება. ეს ჩვენი ტერიტორიაა, უკრაინის ხალხის ტერიტორია“, - ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აშშ უკრაინასა და ევროპას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას შესთავაზებს.
"როგორც კი ყირიმზე, ჩვენს სუვერენულ ტერიტორიებზე მოლაპარაკებები დაიწყება, ჩვენ შევდივართ იმ ფორმატში, რომელიც სურს რუსეთს - ომის გახანგრძლივება, რადგან ყველაფერზე სწრაფად შეთანხმება შეუძლებელი იქნება" ამბობს პრეზიდენტი.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ დისკუსიებში ასეთი საკითხების ჩართვა „პუტინის თამაშია“. ზელენსკი ადასტურებს, რომ "სხვადასხვა ასეთი სიგნალები ისმის, მაგრამ თუ ასეთი ოფიციალური წინადადება იქნება, უკრაინა მას დაუყოვნებლივ უპასუხებს".
მისივე თქმით, მან არ იცის, ვისგან მოდის ეს ყველაფერი - "რუსეთის ფედერაციისგან, თუ აშშ-ის გარკვეული წარმომადგენლებისგან, რომლებსაც პუტინთან დიალოგი ჰქონდათ."
იხილეთ: