მოლაპარაკებები ლონდონში | Washington Post წერს, რას შესთავაზებს აშშ უკრაინასა და ევროპას

გამოქვეყნდა:

ოთხშაბათს, 23 აპრილს, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, ლონდონში მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება. Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინასა და ევროპელ პარტნიორებს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, შესთავაზებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას და ფრონტის ხაზის გაყინვას ამჟამინდელი მდგომარეობით.

ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების სანაცვლოდ კი, მოსკოვმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციები უნდა შეწყვიტოს.

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა ამ თემაზე საუბრისას გამოცემას განუცხადა, რომ "ამერიკული წინადადებები მოიცავს ზოგიერთ იდეას, რომელსაც კიევი ეთანხმება, ზოგიერთს - არა". ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა კი დასძინა, რომ უკრაინაზე ზეწოლის დონე „გამაოგნებელია“.

ლონდონში დაგეგმილი შეხვედრის ფონზე, მიმდინარე კვირაში მოსალოდნელია აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს მორიგი ვიზიტი მოსკოვში.

უიტკოფი ჯამში უკვე სამჯერ იყო რუსეთში. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი