"მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, 22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმის ბრალდებული, ძებნილი ლევან სირაბიძე მოსკოვში დააკავეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, 22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმის ბრალდებული, ძებნილი ლევან სირაბიძე მოსკოვში დააკავეს. 

შეგახსენებთ, მკვლელობა ბათუმში 2023 წლის 11 მარტს მოხდა.  ნიკა თუთაშვილი და ლევან სირაბიძე დიდი ხნის მეგობრების იყვნენ. თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და სირაბიძეს  პროკურატურა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებოდა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

სირაბიძე  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ  2023 წლის 26 ოქტომბერს უდანაშაულოდ ცნო და გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პირველი ინსტანციის ეს გადაწყვეტილება მოკლულის ოჯახმა სააპელაციოში გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციომ 2024 წლის 11 ივლისს განაჩენი შეცვალა და სირაბიძეს 5- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თუმცა, ბრალდებულმა სააპელაციოს ამ გადაწყვეტილებამდე ქვეყანა დატოვა და ამ დრომდე იძებნებოდა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი