თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 236 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 236 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

მედიის ცნობით, ყველა დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს - მათი უმეტესობა შენობებიდან გადახტომის მცდელობისას დაშავდა, რადგან მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიღრმე 10 კილომეტრი იყო, ეპიცენტრი კი სტამბოლიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობდა - მისი მაგნიტუდა 6.2 ბალს შეადგენდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი