თურქეთში, სტამბოლის მუნიციპალიტეტის 47 თანამშრომელი დააკავეს

გამოქვეყნდა:

მედიის ინფორმაციით, თურქეთში სტამბოლის მუნიციპალიტეტის 47 თანამშრომელი, კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულთა შორისაა სტამბოლის დაპატიმრებული მერის, ექრემ იმამოღლუს თანაშემწის მეუღლეც.

შეგახსენებთ, სტამბოლის ოპოზიციონერი მერი მარტში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობა. 

იმამოღლუ ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მის დაკავებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი