გვაქვს ორპარტიული კანონპროექტი თითქმის 60 თანასპონსორით და სიამოვნებით დავაწესებთ დამატებით სანქციებს, თუ რუსეთი არ დათანხმდება სამართლიან და მდგრად მშვიდობას | გრემი

გამოქვეყნდა:

ვაფასებ ტრამპისა და მისი გუნდის მუშაობას უკრაინაში, პუტინის ბარბაროსული ომის სამართლიანად დასასრულებლად - წერს x-ზე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და რუსეთის წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების დაწესებას აანონსებს: 

"რაც შეეხება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს, გვაქვს ორპარტიული კანონპროექტი თითქმის 60 თანასპონსორით, რომელიც მეორად ტარიფებს დააწესებს ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც შეიძენს რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს ან სხვა პროდუქტებს. სენატი მზადაა ამ მიმართულებით იმოძრაოს და ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებს, თუ რუსეთი არ დათანხმდება სამართლიან და მდგრად მშვიდობას." წერს სენატორი

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ვატიკანში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სანქციების დაწესება არც დონალდ ტრამპმა გამორიცხა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი