რუსი პრანკერების ჩანაწერის საფუძველზე, პრორუსულმა პარტიამ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ზურაბიშვილისა და ნანუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

გამოქვეყნდა:

პრორუსული პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

საფუძველი კი კრემლის პროპაგანდისტულ პირველ არხზე, ОРТ-ზე გასული პრანკერების ჩანაწერი გახდა. 

რუსი პრანკერები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და ყოფილ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ,  წარუდგნენ, როგორც რუსი ოპოზიციონერი გარი კასპაროვი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ასევე ისაუბრეს ამერიკელი სენატორის,  ჯო უილსონის სახელითაც. საუბარი შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს. 

პრორუსული პარტია საუბრის შინაარსიდან ასკვნის, რომ საქართველოში ოპოზიცია "კანონიერი ხელისუფლების შეცვლას დანაშაულებრივი გზით ცდილობს".

პუტინისტებმა პროკურატურისთვის მიმართვისას თავადვე თქვეს, რომ პრანკერების მიერ დადგმული შოუს უკან თავად დგანან, რადგან მათი თქმით, ამ ზარს ორგანიზება მამუკა ფიფიამ გაუწია. 

რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში უჩა ნანუაშვილის შესახებ გავრცელებული სიუჟეტი არის დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული, მისი მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სიმართლის დამახინჯება! - აცხადებს ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

თავად ნანუაშვილი კი პრორუსებს ურჩევს რუსეთის პროკურატურას და ფსბ-ს მიმართონ - "ამ პუტინისტებს ვინმემ უთხარით, რუსეთის პროკურატურას და ფსბ-ს მიმართონ! " წერს ყოფილი სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი