აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზელენსკი მზადაა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დასადებად, რომელიც ყირიმის დათმობას მოიცავს - წერს მედია დონალდ ტრამპის მიერ, შესაბამის კითხვაზე გაცემულ პასუხზე დასკვნით
Sky News-ის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ ვატიკანში შეხვედრის დროს მხარეებმა ოკუპირებული ნახევარკუნძულის საკითხის განხილვა მოახერხეს.
„ოჰ, მგონი კი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, "მზად იყო თუ არა ზელენსკი „დაეთმო“ ტერიტორია, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლიდანაა ოკუპირებული".
„ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში... ნუ მელაპარაკებით ყირიმზე, ყირიმზე ესაუბრეთ ობამას და ბაიდენს“, - დასძინა ტრამპმა.
ცნობისთვის, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია რუსეთის მიერ 2014 წელს, ბარაკ ობამას აშშ-ის პრეზიდენტობის დროს მოხდა.
იხილეთ: