უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ აკონტროლებენ ტერიტორიებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში.
„ჩვენი სამხედროები აგრძელებენ მისიების განხორციელებას კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში. ჩვენ ვინარჩუნებთ კონტროლს რუსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში.
რუსეთი კი ამტკიცებს, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლა უკრაინელი სამხედროებისგან, რასაც ასევე არ ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალები.