"შსს-ს კადრების განკარგულებაში გახლავართ" | გრიგოლ ბესელია სასამართლოზე იკითხება

გამოქვეყნდა:

შსს-ს კადრების განკარგულებაში გახლავართ ამჯერად - ესაა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, გრიგოლ ბესელიას პირველი განცხადება, მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.

ბესელია ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე მოწმის სტატუსტით იკითხება და პროცესის დასაწყისში, მოსამართლის შეკითხვას უპასუხა, ამჟამინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით.

კადრების განკარგულება ნიშნავს, რომ ისევ გაურკვეველია, სად დანიშნავენ ბესელიას.

გრიგოლ ბესელიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. მის ნაცვლად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა

ბესელია მიმდინარე პროცესზე მზია ამაღლობელის დაკავების დეტალებს ყვება და ამტკიცებს, რომ აკრძალვის მიუხედავად, ის სტიკერებს მაინც აკრავდა და პოლიციას "სიტყვიერ შეურაცხყოფას" აყენებდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი