Reuters -ი ვატიკანიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს შეიკრიბება. კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის ასარჩევად, კონკლავის თარიღი კარდინალების დახურულ შეხვედრაზე, 26 აპრილს, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ დაინიშნა.
გამოცემა წერს, რომ ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე მალე გაკეთდება.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, 21 აპრილს გარდაიცვალა. ის შაბათს დაკრძალეს.
იხილეთ: