Ipsos კვლევების ეკონომიკურ და ჯანდაცვის ნაწილს, დარგის სპეციალისტები და ეკონომისტები ეხმაურებიან. ისინი ამბობენ, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია და ხალხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელისუფლებას არ აქვს უნარი ამ მძიმე ვითარებიდან გამოიყვანოს ქვეყანა და მდგომარეობა არ გამოსწორდება იქამდე, ვიდრე ცვლილებები არ იქნება.
„შეკითხვაზე, თუ საით მიდის ქვეყანა? “ პასუხი არის მთავარი ინდიკატორი. მოსახლეობის დიდი პროცენტი პასუხობს, რომ მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და ამას ანგარიში უნდა გაუწიოს ყველა პლიტიკურმა ძალამ და ხელისუფლებამ. ადამიანების შეფასება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როგორია ლარის კურსი, როგორია ფასები, როგორ გაუმჯობესდა მათი მდგომარეობა. ბოლო წლებში კი ძალიან ბევრი ადამიანის მდგომარეობა გაუარესდა" - ამბობს„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.
"აშკარად მივიდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი იმ დასკვნამდე, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი გაუმჯობესების იმედი არ უნდა ქონდეს. ყველაფერი მომწიფებულია იმისთვის, რომ ეკონომიკური პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაა.“ - ამბობს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ ტესტირებებით დაწყებული, ჰოსპიტალური სექტორით დამთავრებული, ყველა სფეროში ქაოსი, არეულობა და არასწორი მენეჯმენტია.
"ამ ხალხის გამოკითხვა მოხდა იმ პერიოდში, როცა კოვიდმაჩვენებლები ასე გაზრდლი არ იყო. შემდეგ კვლევებში უკმაყოფილოთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება." ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.
"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020".