მობილიზებულია "შსს-ს დამსჯელ ქალთა დეპარტამენტი" | ხმაური "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ანი ქავთარაძისა და თორნიკე სხვიტარიძის პროცესის დაწყებამდე

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძის ძმის ადმინისტრაციული საქმის პროცესის დაწყებამდე, სასამართლო დარბაზში ხმაურია. 

თორნიკე სხვიტარიძეს იმ პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან, რომლის გამოც, საბა სხვიტარიძეს  7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საუბარია მირიან ქავთარაძეზე.

ამავე პროცესზე უნდა განიხილონ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ანი ქავთარაძის საქმეც. მასაც იგივე პოლიციელის - მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან. მან აღნიშნულ პოლიციელს, საბა სხვიტარიძის პროცესზე დაკითხვის შემდეგ,  "ქავთარაძეების სირცხვილი" უწოდა.

ხმაური იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სასამართლო დარბაზში შსს-მ ქალი თანამშრომლები მოაბილიზა, რის გამოც, სხვიტარიძის ახლობლებს დასწრების საშუალება შეეზღუდათ.

დარბაზიდან ლაივი ძალის გამოყენებით გაათიშინეს, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას. 

განახლება: მოსამართლემ ხმაურის შემდეგ, დარბაზის შეცვლისა და პროცესის უფრო დიდ დარბაზში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

შსს-ს წარმომადგენლები კი დარბაზიდან გაძევდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი