ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის აღდგენისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ პრობლემები შეექმნა კუნძულის აეროპორტსაც, თუმცა შემავალი და გამავალი რეისები გრძელდება. ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის მიზეზად წყალქვეშა კაბელის დაზიანება სახელდება - დაწყებულია მოკვლევა.
შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის პრობლემა რამდენიმე დღის წინ ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის ნაწილშიც შეიქმნა. მოსახლეობას დენი დაახლოებით 8 საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.