რუსები 9 მაისს დუმილს ითხოვენ, მაგრამ თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მთელი ღამის განმავლობაში კიევში მაშველები რუსული დრონების თავდასხმების შემდეგ ხანძრებს აქრობდნენ. სამწუხაროდ, დაშავდნენ ბავშვები და მოზრდილები. ყველას გაეწია საჭირო დახმარება. ჩერკასში ხანძარი გაჩნდა - ჩვეულებრივი საერთო საცხოვრებელი იწვოდა. ღამით რუსებმა ხარკოვის, ნიკოლაევის და კიევის რეგიონებსაც „შაჰიდებით“ შეუტიეს. სულ, ღამის განმავლობაში 165 უპილოტო საფრენი აპარატი გაისროლეს, რომელთა უმეტესობა ირანული „შაჰიდები“ იყო. მთელი დილის განმავლობაში დონეცკისა და სუმის რეგიონებზე დარტყმები გაგრძელდა.

რუსები 9 მაისს დუმილს ითხოვენ, მაგრამ თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია. ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1180-ზე მეტი სადესანტო დრონი, 1360 მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 10 რაკეტა გამოიყენა.

საჭიროა ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა მზადაა დუმილისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ სულ მცირე ერთი თვით, რათა ომი დასრულდეს. თუ სიჩუმეა, მაშინ ყოველდღე, თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე. მადლობა ჩვენს ყველა პარტნიორს, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის დახმარებას და რუსეთზე ზეწოლას."

ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში, ღამით განხორციელებულ რუსულ თავდასხმებზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი