"რას ჰქვია არ ასაჩივრებსო, აქამდე რომ ჩუმად ვიყავი და ტელევიზიაში არ გამოვდიოდი იმის გამო, რომ დღეში 300 ადამიანი მითვალთვალებდა..." - ამის შესახებ გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ძმა შოთა გორგაძე საუბრობს.
მისივე თქმით, ძმის გარდაცვალებას შურისძიების მოტივს უკავშირებს და მისი აზრით, გორგაძე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მოკლულია.
"დასკვნა მაქვს აღებული და ყველაფერი წერია. ერთი დაცემით შეუძლებელია ამ ტრავმების მიღება... არავითარ შემთხვევაში, არცერთი [ქრონიკული დაავადება არ ჰქონია]...
მე თვითონ შევიტანე დაწყების დღიდანვე. რას ჰქვია არ ასაჩივრებსო, ახლა მაგათ რა უნდათ, აქამდე რომ მე ჩუმად ვიყავი და ტელევიზიაში არ გამოვდიოდი იმის გამო, რომ დღეში 300 ადამიანი მითვალთვალებდა და იმის შიშის ქვეშ ვიყავი კიდე რამე საფრთხე არ მოსულიყო და იმის გამო, რომ ჩუმად ვიყავი და მაგათ თუ ჰგონიათ გავჩუმდები ბოლომდე... რა კომუნიკაცია მქონდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს დავურეკე ორჯერ დაბადების მეტრიკა და ასლი გადავუგზავნე, რომ დას ენახა მისი ძმა.
შურისძიების მოტივს ვუკავშირებ ამ თემას იმიტომ, რომ ეგენიც გამორიცხულია იქიდან გამომდინარე, რომ მათი გაკეთებულია, სახელმწიფოს პენიტენციური თანამშრომლების. რა ინტერესი ჰქონდათ არ ვიცი, დანარჩენი გამოსაძიებელი და გასარკვევია," - განაცხადა შოთა გორგაძემ "TVპირველთან".
შეგახსენებთ, 46 წლის იოსებ გორგაძე კლინიკა "ვივა მედში" გლდანის მე-8 დაწესებულებიდან, მძიმე დაზიანებებით იანვარში გადაიყვანეს. ამ დროის განმავლობაში ის კომაში იმყოფებოდა და გასულ ღამეს დაიღუპა.
ადვოკატის თქმით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს.
იხილეთ ასევე:
"მუშაობენ ვერსიაზე, რომ სავარაუდოდ წაიქცა და მიიღო დაზიანებები" | გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი