რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რუსმა ჰაკერებმა სამთავრობო ვებსაიტებს შეუტიეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ჰაკერებმა რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, მთავრობისა და პრეზიდენტობის კანდიდატების ვებსაიტებს შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული საინფორმაციო სააგენტო G4media ავრცელებს. 

DDOSIA/NoName057-ის სახელით ცნობილი ჯგუფის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ დააზიანა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტი, მთავრობის მთავარი პორტალი, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ოთხი პრეზიდენტობის კანდიდატის ვებსაიტები.

G4media-ს ცნობით, თავდასხმის მსხვერპლ კანდიდატებს შორის იყვნენ რუმინეთის მმართველი პარტიების მიერ მხარდაჭერილი კრინ ანტონესკუ და ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი.

რუმინული ტელეარხი Digi24-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს, შესაბამისი განცხადება Telegram-ის არხებში გაავრცელეს. მათ სამიზნეებს შორის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ვებსაიტებიც იყო მოხსენიებული. ვებგვერდებმა მუშაობა უკვე განაახლეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. მან ხმების 40.6 %-ი მოიპოვა. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი