ხვალ, 6 მაისს ბუნდესტაგი გერმანიის ახალ კანცლერს, ფრიდრიხ მერცს უყრის კენჭს. ამასთან, გერმანიის ახალი მთავრობის სრული შემადგენლობაც გახდება ცნობილი. ასევე ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს ბორის პისტორიუსი შეინარჩუნებს.
გარდა ამისა, დღეს ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) კოალიციურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მერცის განცხადებით, ის სწრაფად შეუდგება გერმანიის ეკონომიკის რეფორმირებას.
"ხვალიდანვე იხილავთ მთავრობას, რომელიც მოწადინებულია წინ წაწიოს გერმანია რეფორმებითა და ინვესტიციებით", - განაცხადა მერცმა.
მერცი თანამდებობაზე ოლაფ შოლცს შეცლის. მანამდე, გერმანული მედია, წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მერცი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინას ეწვევა.