"MEGOBARI Act, რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც რუსულმა ოცნებამ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!
კი, "ქართული ოცნება" ნამდვილად იქცა "ქართულ კოშმარად" როცა:
- ღირსება აყარა სასამართლოს;
- მოკლა ინსტიტუციები;
- ფიზიკურად იძალადა ხალხზე;
- დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას;
- დაარღვია კონსტიტუცია და უარი თქვა ევროპულ კურსზე;
- დაგვიკარგა ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რასაც ანაკლიის პორტი გვაძლევდა.
დღეს უკვე ცხადია, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და MEGOBARI Act სწორედ ამის წინაპირობაა!
გზავნილი მიღებულია - ნამდვილი მეგობრები მათ გვერდით დგანან, ვინც თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვის და არა მათთან, ვინც შიშითა და რეპრესიებით ებღაუჭება ძალაუფლებას!"
- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი გასულ ღამეს დაუჭირა.