კრიმინალთან გარიგებული "ოცნება" - ვინ არის ნიკა მერკვილაძე, რომელმაც პოლიციელს 3-ჯერ ესროლა

გამოქვეყნდა:

კრიმინალთან გარიგებული "ქართული ოცნება" და კრიმინალური ავტორიტეტები, რომელბსაც საარჩევნო ხმების სანაცვლოდ  ხელშეუხებლობა გარანტირებული აქვთ. "მთავარმა არხმა" გაარკვია შეარაღებული ინციდენტის დეტალები, რომელსაც გომელაურის უწყება მალავდა.

ნიკა მერკვილაძე - კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ქურდად კურთხევას ელოდება, მოქმედ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ესროლა. წყარო გვიყვება რომ სამართალდამცველზე თავდასხმა კრიმინალურ ავტორიტეტებში კარგი სახელისთვის სჭირდებოდა. დამნაშავე დაზარალებულმა ბახვა მეგრელიშვილმა თავად დააკავა და კოლეგებს გადასცა. პოლიციელს დღეს ამ თემაზე საუბარი არ სურს. 

წყარო ძალოვანი უწყებიდან გვიყვება,რომ ამ ამბის გახმაურება და დამნაშავე მერკვილაძის დაკავება პოლიციას არ სურდა, რადგან ის "ქართულ ოცნებასთან" გარიგებული კრიმინალია და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატს, სოზარ სუბარს ხმების მოგროვებაში ეხმარებოდა. მეგრელიშვილის მოთხოვნის შემდეგ  გომელაურის უწყებას სხვა გზა აღარ ჰქონდა. კრიმინალური ავტორიტეტი ცეცხლსასროლი იარღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისა და პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით დააკავეს. მერკვილაძის ოჯახი შემთხვევის შემდეგ არ გამოჩენილა, მეზობლებმა კი აფრიკის დასახლებაში არაფერი იციან მისი საქმიანობის შესახებ. 

ახლობლებისგან განსხვავებით ნიკა მერკივლაძის საქმინობის შესახებ ინფორმაცია აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაში". სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ წარსულში არაერთხელ ნასამართლევბი მერკვილაძე სუბარის შტაბში არაოფიციალურად მუშაობდა და აფრიკის დასახლებაში ქუჩას აკონტროლებდა. კრიმინალური გავლენების მეშვეობით ხალხს 31 ოქტომბერს 41 ის შემოხაზვას აიძულებდა. 

ოპოზიციის ბრალდებებს სუბარის შტაბში არ უპასუხეს.

გიორგი  დვალიშვილიმა, რომელიც სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, რომ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ძმა კანონდარღვევისთვის გაჩერა და ჯარიმა დაუწერა, ახლა ზუსტად იცის, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში პოლიციელის მუნდირს ფასი აღარ აქვს.

"ქართული ოცნებისა" და კრიმინალების გარიგების გამო არ ისჯებიან დამნაშავეები, რომლებიც ყოველდღიურად თავს ესხმიან და ემუქრებიან როგორც მოსახლეობას, ისე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.  ალბათ ამ გარიგების გამო არ დასაჯეს ლევან ხაბეიშვილის შტაბზე თავდასხმელები, არადა ყველა მათგანის იდენტიფიცირება მარტივად შეიძლებოდა. 

ავტორები:ქეთა ციცქიშვილი, დათო ბადაგაძე,ლევან სიხარულიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი