"რუსეთი მტკიცედ გმობს ტერორისტულ აქტებს" | კრემლი ინდოეთსა და პაკისტანს "თავშეკავებისკენ" მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

რუსეთი ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტს ეხმაურება და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას სახელისუფლებო "რია ნოვოსტი" ავრცელებს. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

ზახაროვას მტკიცებით, "მოსკოვი ღრმად შეშფოთებულია ნიუ-დელისა და ისლამაბადს შორის სამხედრო დაპირისპირების ესკალაციით.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირების ესკალაციით პაჰალგამში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. რუსეთი მტკიცედ გმობს ტერორისტულ აქტებს, ეწინააღმდეგება მის ნებისმიერ გამოვლინებას და ხაზს უსვამს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობას ამ ბოროტების წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად. ჩვენ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული რეგიონში სიტუაციის შემდგომი გაუარესება", - განაცხადა ზახაროვამ.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი