ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი | განახლებადი ინფორმაცია

გამოქვეყნდა:

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. 

კერძოდ, გვიან ღამით, ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირზე საპასუხო დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირში, ტურისტებზე სასიკვდილო თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად მაშინ 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

პაკისტანის სამხედრო ძალები კი აცხადებს, რომ ინდოეთმა სამოქალაქო ტერიტორიებს დაარტყა. 

7.05 - 13:05

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ინდოეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი ქმედებების განხორციელების უფლებამოსილება მიეცათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

7.05 - 12:58

ინდოეთის წამყვანმა ავიაკომპანიამ IndiGo 165 რეისი გააუქმა. კერძოდ, ავიაკომპანიამ IndiGo-მ განაცხადა, რომ 11 ლოკაციიდან 165 რეისი გააუქმა, მათ შორის ქაშმირის შტატის ქალაქ სრინაგარიდან, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან, პაკისტანთან მდებარეობს. IndiGo, რომელიც ყოველდღიურად 2 200-ზე მეტ რეისს ასრულებს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაპირისპირების გამო ყველაზე მეტად დაზარალებულ ავიაკომპანიებს შორისაა. მისი აქციები IST-ის დროით 1:52 საათის მონაცემებით 3.1%-ით დაეცა და 1%-ით დაეცა.

7.05 - 12:53

Air France-მა პაკისტანის თავზე ფრენები შემდგომ შეტყობინებამდე შეაჩერა. იტყობინება Reuters-ი. 

7.05 - 12:48

გაეროს ჯგუფი პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში იმ ადგილს ეწვია, რომელიც, ისლამაბადის თქმით, ინდოეთის დარტყმების შედეგად დაზარალდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ადგილზე გაეროს 2 თეთრი მანქანა ნახეს. 

7.05 - 12:23

CNN-ის ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ ხორვატიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. გადადების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა განცხადება ნიუ-დელის მიერ პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქიშმირზე დარტყმების დაწყებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა.

7.05 - 11:49

რუსეთი ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტს ეხმაურება და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ "მოსკოვი ღრმად შეშფოთებულია ნიუ-დელისა და ისლამაბადს შორის სამხედრო დაპირისპირების ესკალაციით.

7.05 - 10:07

IndiGo, Air India და სხვა ავიაკომპანიებმა ფრენები შეაჩერეს. 

7.05 - 10:01

CNN-ის ინფორმაციით, ინდოეთის მიერ ადმინისტრირებული ქაშმირის ხელისუფლებამ მოქალაქეების "დაუცველი ზონებიდან" ევაკუაციის ბრძანება გასცა, რადგან ნიუ-დელისა და ისლამაბადს შორის კონფლიქტი ესკალაციას განიცდის. ვიცეგუბერნატორის ოფისმა X-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ევაკუირებული მოქალაქეები საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფილი იქნებიან.

7.05 - 09:47

ოფიციალური ისლამაბადის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინდოეთის თავდასხმის შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 46 კი დაიჭრა. მსხვერპლზე ინდური მხარეც საუბრობს და აცხადებს, რომ იერიშის შედეგად 10 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 48 დაშავდა.

7.05 - 09:41

ინდოეთი აცხადებს, რომ პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში 9 ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, ხოლო პაკისტანი ამბობს, რომ 5 ინდური გამანადგურებელი ჩამოაგდო. ინდოეთი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი