წინასაარჩევნოდ წახალისებული ძალადობა - თავდასხმები ოპონენტებზე და მედიაზე

გამოქვეყნდა:

არჩევნების მოახლოვება პირდაპირ ნიშნავს ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობის ზრდას, სადაც "ოცნების" აქტივისტების გარდა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ, თუმცა პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება არა თუ დასჯადი, წახალისებადია.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და "ოცნების" მაჟორიტარ-კანდიდატის ზაურ დარგალის შტაბის ხელმძღვანელი დღეს "მთავარს" უმტკიცებდა, რომ იოსებ სიგუას თანამდებობა მაშინ გაარკვია, როდესაც ადგილობრივებმა ის პოლიციის მაღალჩინოსანის მხრიდან მფარველობაში დაადანაშაულეს. კადრები კი სულ სხვას ამტკიცებს. მარნეულში ხელისუფლების ოპონენტები და აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან და სწორედ ამიტომ ამირან გიორგაძეს სამართლებრივად ვერავინ უსწორდება. 2 ოქტომბერს კი "ოცნების" მნიშვნელოვანი ფიგურა საერთოდ უარყოფდა რომ პოლიციის მაღალჩნოსანს იცნობდა.

იოსებ სიგუა  ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. მას მარნეულელები  ხელისუფლების კონკრეტულ დავალებების შესრულებასა და დამანაშვეთა მფარველობაში ადანაშაულებენ. სწორედ ამიტომ ყველა პირი რომელიც 29 სექტემბერს ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩანს პოლიციას მე-6 დღესაც  იდენტიფიცირებული არ ჰყავს. დღეს ჟურნალისტებს თავად სიგუა პოლიციის შენობაში დაემალა.

ფიზიკური დაპირისპირების დღიდან ნაცემი მოქალაქეები და ადგილობრივი ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს ადანაშალებენ, რომ ის  "ქართული ოცნების" წევრებსა და საჯარო მოხელეებს მოუწოდებდა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ფიზიკურად გასწორებოდნენ. ამირან გიორგაძე პოლიციამ 5 დღის დაგვიანებით  გამოკითხა. რა ინფორმაცია "ქართული ოცნების" მარნეულის შტაბის უფროსმა სამართალდამცავებს ამაზე აღარ ისაუბრა.

ამ დრომდე არ გამოუკითხავთ და არც დაუსჯიათ ქვემო ქართლში ძალადობის ერთ-ერთი პირველი შემთხვევის ავტორები. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ ბოლნისში მოხდა, როცა თვითხილველების თქმით, მაჯორიტარობსი კანდიდატის გოგი მეშველიანის  ძმა რამდნეიმე პრითან ერთად ჩაიხანაში შევარდა და ოპოზიციის მომხრეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.   როგორც სხვა შემთხვევაში, სახელისუფელბო მოძალადეებიამ დრომდე არ დაუსჯიათ.

მარნეულის ცენტრში "ოცნების" აქტივისტები და საჯარო მოხელეები მამა-შვილ ქველაძეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც მათ რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩენა მოუწიათ. მიუხედავად ამისა პოლიციამ ნაცემი ლაშა ქველაძე დააკავა და დღეს 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

"ქართული ოცნების" შტაბში დღეს იმალებოდა პირი, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი, მანამდე სანამ ჯეიჰყუნ მუჯამედ ალის ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. 

ძალადობა და მასში მონაწილეობის დასჯის მოთხოვნით დღეს აქცია მთავარ პროკურატურასთან გაიმართა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი ერთობლივი განცხადება მიიღო, სადაც “ქართულ ოცნებას” და მის მართულ ძალოვან უწყებებს მოუწოდეს,  იმოქმედონ კანონის ფარგლებში და ობიექტურად გამოიძიონ ძალადობის ფაქტები.

მარნეულში განვითაერებული მოვლენებიდან 6 დღე გავიდა, თუმცა ყველა პირი რომელიც ძალადობდა იდენტიფიცირებული არ არის. საგზაო სათვალთვალო კამერებიდან კი კადრები, რომელიც ფიზიკური დაპირისპირების მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო არ არსებობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი