ნიჟნი ნოვგოროდიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში დაგეგმილი პირველივე ავიარეისი, უკრაინული დრონების საფრთხის გამო გადაიდო

გამოქვეყნდა:

ნიჟნი ნოვგოროდიდან ოკუპირებული სოხუმის აღდგენილ აეროპორტში დაგეგმილი პირველივე ავიარეისი უკრაინული დრონების საფრთხის გამო გადაიდო. ფრენა გუშინ, 6 მაისს ადგილობრივი დროით 17:50 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა რუსეთის ცაზე დრონების მასირებული შეტევის გამო, სხვა რეისების მსგავსად, ვერ შედგა და დღეისთვის დაინიშნა. ფრენა 12:50 საათზეა დაგეგმილი.

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, ოკუპანტმა რეგულარული ავიამიმოსვლა 1-ელ  მაისს დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი