მოსახლეობის ნახევარზე მეტს - 56% -ს ქვეყანაში გადამწყვეტ არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლა სურს. იპსოსის კვლევის შედეგების მიხედვით არჩევნებამდე 1 თვით ადრე, ამომრჩეველი 31 ოქტომბერს რადიკალურ ცვლილებებს ელოდება.
საერთაშორისო კომპანია იპსოსის მკვლევარების მთავარი მიგნება მმართველი პარტიის მხარდამჭერების კლებაა. ბოლო ორი კვირის მონაცემებს თუ გადავხედავთ ტენდენცია კარგად ჩანს, რომ "ოცნების" რეიტინგი შემცირებულია, ოპოზიუციური პარტიების მხარდაჭერა კი საგრძნობლად გაიზარდა.
კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდის ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა:
ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ იპსოსის კვლევა საერთო პოლიტიკურ წინასაარჩევნო სურათს კარგად აჩვენებს, მაგრამ ყველაფერს მაინც არჩევნების დღე გადაწყვეტს. ამ პოზიციას მათ გამოკითხვის ის მონაცემებიც უმყარებს, რომლის მიხედვითაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 33%-ია. ე.წ. ალოკაციის მეთოდით კი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა ბევრად უფრო მაღალია.
მკვლევარებმა ორი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის - ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებელიც გაზომეს. ამომჩეველის 35% ოლიგარქის როლს ქართულ პოლიტიკაში ძალიან უარყოფითად აფასებს, დადებითად კი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მხოლოდ 7% -ია განწყობილი. მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებელი კი წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2 კვირის წინ ჩატარდა გაზრდილია. მოსახლეობის 20% ფიქრობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის როლი ქართულ პოლიტიკაში ძალიან დადებითია. ამომრჩევლისტვის ყოფილი პრეზიდენტის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ბოდიშის მოხდასა და პოლიტიკაში დაბრუნებსი განაცხადსაც დადებითად ხვდება.
იპსოსის კვლევის შედეგებზე მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ნიკა გვარამიასთან "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა. მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის დამარცხების შემდეგ ქვეყნის მართვაში ყველა პოლიტიკური სუბიექტი უნდა ჩაერთოს.
პარტიებს განსხვავებული პოზიცია აქვთ თავიანთ რეიტინგებთან დაკავშირებით, მაგრამ ოპოზიუციური გაერთიანებებიდან ყველა თანხმდება, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირება გარდაუვალი იქნება. ერთადერთი ვინც დღეს ჯიუტად იმეორებდა, რომ კოალიციის შექმნა არ დასჭირდებათ ეს ქართული ოცნება იყო.
იპსოსმა კვლევა მთავარი არხის დაკვეთით 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს ფორმატით 1500 რესპონდენტი გამოკითხა. კვლევის ცდომილება +- 2,5%-ია. გამოკითხვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია მთავარი არხის ვებსაითზე - სექტორში "არჩევნები 2020 "-ია შესაძლებელი.