პოლიციელი ვასილ ბასილაძე, რომელსაც ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს, ამბობს, რომ საქმეს არ იცნობს და არ ახსოვს, რას ედავებიან ბრალდებულებს - 8 პოლიტპატიმრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დღეს მოწმე პოლიციელები გამოკითხეს. ვასილ ბასილაძე ბრალდების მხარის მოწმეა და ამბობს, რომ "ქვა მოხვდა", თუმცა უშუალოდ არ დაუნახავს ვინ ისროლა, მაგრამ დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ „აქციის მონაწილეებმა ისროლეს“ - „საფეთქლის მარცხენა მხარეს შრამი დამრჩა", - თქვა პოლიციელმა პროცესზე.
მანაც სხვა მოწმეების მსგავსად თქვა, რომ „ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, რომ ბრალდებულები აქციაზე იყვნენ და მონაწილეობას იღებდნენ რაიმე ძალადობრივ მოქმედებებში“ - „ორგანიზებას თუ უწევდა ვინმე, ამას მე არ შევსწრებივარ“, - თქვა პოლიციელმა ვასილ ბასილაძემ.
იხილეთ: