აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოსკოვში, 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.
9 მაისის აღლუმზე დამსწრე ლიდერების სიაში, რომელიც კრემლმა წარადგინა, ილჰამ ალიევი ეწერა, თუმცა როგორც ირკვევა, ის რუსეთის დედაქალაქში არ ჩადის და ამის მიზეზად ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა სახელდება.